დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე 46 მ²-იანი ერთსაძინებლიანი ბინა თანამედროვე მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი. ნეიტრალური ფერები და მარტივი ფორმები გამოკვეთილ ფაქტურებთან ერთად ინტერიერს მშვიდ იერს აძლევს. სამზარეულოში ნათელი კარადები მუქი ხის ფაქტურის ფასადებსა და მარმარილოს ეფექტის მოპირკეთებას ერწყმის.
საძინებელში განათებული რელიეფური პანელი მთავარი ვიზუალური აქცენტია. ჭერამდე ჩაშენებული კარადა და ღია თაროები სივრცის პრაქტიკულ გამოყენებას ემსახურება, ხოლო წნული სანათი და რბილი ტექსტილი ოთახს მყუდრო იერს სძენს.






