ბინაში მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთ სივრცედ არის მოწყობილი. ღია ფერის კედლებსა და ხის ტონის იატაკს ნაცრისფერი დივანი ავსებს. ყვითელი ბალიში და სამზარეულოს პრიალა ფილები ინტერიერში ფერად აქცენტებს ქმნის.
საძინებელში ნარინჯისფერი რბილი საწოლი და იმავე ტონის კარადა ნაცრისფერ კედელთანაა შეხამებული. საწოლის ორივე მხარეს მრგვალი კედლის სანათებია. სააბაზანოში ყვითელი საშხაპის კედელი თეთრ ფილებსა და შავ სანტექნიკას ერწყმის.








